Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ატომური ენერგეტიკის


ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო და სააგენტოს გენერალური დირექტორი, მუჰამედ ბარადეი, 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემიით დაჯილდოვდნენ.

ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო და სააგენტოს გენერალური დირექტორი, მუჰამედ ბარადეი, 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემიით დაჯილდოვდნენ.
პრემია მათ ატომური იარაღის გავრცელების შეჩერებისთვის გაწეულ მუშაობაში გადაეცათ. პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში ბარადეიმ განაცხადა, რომ კაცობრიობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ატომურ იარაღს და გადარჩენას შორის. ბარადეიმ პრემიის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა, და პირობა დადო, რომ მუშაობას კვლავაც გააგრძელებს: [ბარადეის ხმა]: "ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება და საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს – და არც ჯარი გააჩნია. მაგრამ ჩვენ რწმენით ვართ შეიარაღებული, და გავაგრძელებთ სიმართლის თქმას. ჩვენ კვლავაც დამოუკიდებლად, და ობიექტურად, ვიმუშავებთ". პერსტიჟული პრემია მოიცავს ნობელის დიპლომს, ოქროს მედალს და 1.3 მილიონ დოლარს – რომელიც წელს, შესაბამისად, ორად გაიყო. ბარადეის განცხადებით, ის საკუთარ ნახევარს სამშობლოში, ეგვიპტეში, ობოლი ბავშვების სახლებს გადასცემს. საკუთრივ სააგენტო კი ავთვისებიანი სიმსივნის კვლევის ფონდის დაარსებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG