Accessibility links

ხორვატიის ყოფილი გენერალი, ანტე გოტოვინა


ხორვატიის ყოფილი გენერალი, ანტე გოტოვინა დღეს ჰააგაში გადაიყვანეს, სადაც იგი გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.

ხორვატიის ყოფილი გენერალი, ანტე გოტოვინა დღეს ჰააგაში გადაიყვანეს, სადაც იგი გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.
გოტოვინა ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ოთხშაბათს დააკავეს. დღეს იგი მადრიდიდან ჰააგაში სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს. გოტოვინა ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პირების პირველ სამეულში შედის. ყოფილ გენერალს გაეროს სასამართლო ბრალს სდებს 150მდე სერბის მკვლელობაში, და ათასობით სერბის განდევნაში 1991-95 წლებში მიმდინარე ომის დროს. გოტოვინა ყველა ბრალდებას უარყოფს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე ანტონიო ალონსოს ინფორმაციით, გოტოვინას თან ორი ყალბი პასპორტი ჰქონდა – და პასპორტებში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ძებნილად ყოფნის წლებში გოტოვინამ პრობლემების გარეშე იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, ჩეხეთში, რუსეთში, ტაიტიზე და სხვა ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG