Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების


10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, 1950 წელს დაწესდა, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ ორგანიზაციას ამ დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა.

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, 1950 წელს დაწესდა, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ ორგანიზაციას ამ დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა.
1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია იმ ფუნდამენტურ სტანდარტებს აყალიბებს, რომლებიც ყველა ერმა და სახელმწიფომ უნდა დანერგოს – მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლებას, მუშაობის უფლებას, განათლების მიღების უფლებას, და ხელისუფლებაში მონაწილეობის უფლებას. ამ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, სპეციალური ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
"ადამიანის უფლებების უნივერსალურმა დეკლარაციამ 57 წლის წინ აკრძალა წამების და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის ყველა ფორმა – მაგრამ წამება დღესაც დაუშვებლად ფართო მასშტაბს ინარჩუნებს. უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტენდენცია - ქვეყნები, თავიანთი სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, წამების აკრძალვაში გამონაკლისების დაშვებას ითხოვენ. ჩვენი პოზიცია ნათელია - წამება ვერასდროს იქნება ტერორთან ბრძოლის ინსტრუმენტი, რადგან წამება თავადაა ტერორის ინსტრუმენტი". მიმართვაში კოფი ანანმა ტერორიზმს კაცობრიობისთვის რეალური საფრთხე უწოდა, და აღნიშნა, რომ ტერორისტების შიში ვერასოდეს გაამართლებს მათივე მეთოდების გამოყენებას და წამების, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის დაშვებას.



XS
SM
MD
LG