Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება


ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ პირებთან, რომლებსაც მძევლად ოთხი დასავლელი ჰყავთ აყვანილი, დღეს ერაყის ოფიციალურ სტრუქტურებს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ პირებთან, რომლებსაც მძევლად ოთხი დასავლელი ჰყავთ აყვანილი, დღეს ერაყის ოფიციალურ სტრუქტურებს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.


დღეს გავიდა ის ვადა, რომლებიც მომტაცებლებმა შეერთებულ შტატებს და ერაყს ყველა ერაყელი პატიმრის გათავისუფლებისთვის მისცეს. მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, ისინი მძევლების დახოცვით დაიმუქრნენ. მძევლად აყანილები ჰუმანიტარული დახმარების აქტივისტები არიან. მათგან ორი კანადის, ერთი ამერიკის, და ერთი ბრიტანეთის მოქალაქეა. ისინი ორი კვირის წინ გაიტაცა ჯგუფმა, რომელიც თავს "ჭეშმარიტების მახვილს" უწოდებს.
ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალების მიერ ერაყში დაკავებული 241 პატიმარი გაათავისუფლეს. იგივე წყაროს ინფორმაციით, ალ-ყაიდის შვიდ წევრს ერაყის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადები 10დან 20 წლამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG