Accessibility links

logo-print

დილაუთენია რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა


დილაუთენია რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ლონდონის ჩრდილოეთით განთავსებულ ნავთობტერმინალში.

დილაუთენია რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ლონდონის ჩრდილოეთით განთავსებულ ნავთობტერმინალში.
დაშავებულია 40-მდე ადამიანი. აფეთქებებს პოლიცია ავარიად, უბედურ შემთხვევად მიიჩნევს, მაგრამ მაინც, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩაკეტეს ინგლისის ჩრდილოეთი და სამხრეთი რეგიონების დამაკვაშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი. ადგილობრივი სახანძრო დახმარების უწყების პრეს-მდივან, ჯეინ ვაინის განცხადებით, ყველაზე შემაშფოთებელია ტოქსიკური კვამლი ავარიის რეგიონში - ჰემელ ჰემპსტედში. მოსახლეობას სთხოვენ, კარ-ფანჯარა არ გააღონ და შინ დარჩნენ.საღამო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუირებულია 2 000-მდე ადამიანი. აფეთქებები ლონდონის ჩრდილოეთით, 40-მდე კილომეტრში იმდენად ძლიერი იყო, რომ ლონდონშიც კი შეამჩნიეს.
XS
SM
MD
LG