Accessibility links

მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში პარლამენტის


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში პარლამენტის არჩევნები გაიმართა.

მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში პარლამენტის არჩევნები გაიმართა.
როგორც იუწყებიან, არჩევნების ჩატარებულად გამოსაცხადებლად საკმარისია ამომრჩევლების 25 პროცენტის მონაწილეობა. ჩვენი რადიოს კიშინიოველი კორეპსონდენტ ვიტალიე კონდრატჩის თქმით: [კონდრატჩის ხმა] “დნესტრისპირეთის საარჩევნო კანონით, არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება, რადგან დღის 12-ტ საათამდე მათში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ელექტორატის 23-მ პროცენტს. არჩევნების ჩატარებულად გამოსაცხადებლად კი, ადგილობრივი საარჩევნო კანონით, საკმარისია 25 პროცენტის მონაწილეობა”. ადგილობრივი პარლამენტის 43 მანდატისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა 180-მდე კანდიდატი. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამ არჩევნებს და, შესაბამისად, მეთვალყურეები არ გაუგზავნია დნესტრისპირეთში.
XS
SM
MD
LG