Accessibility links

logo-print

ნოემბრის მიწურულს თბილისში, კომპოზიტორთა სახლში


ნოემბრის მიწურულს თბილისში, კომპოზიტორთა სახლში,

მოეწყო პრეზენტაცია ანსამბლ ”სტუმრის” პირველი დისკისა ”ბეწვის ხიდი”, რომლის შეძენას სულ მალე შეძლებთ თბილისის ფირფიტების მაღაზიებში. ”სტუმარმა”, რომლის წევრები არიან ნინი ჯანჯღავა (ვოკალი, ფლეიტა, კლავიშებიანი საკრავი), მარინა ჯანჯღავა(ვოკალი, ვიოლინო), დავით ხოსიტაშვილი (გიტარა, სალამური) და გურამ მაკალათია (დასარტყამი საკრავები), ჯერ ოქტომბერში ლაიფციგში გამართულ ქართული კულტურის ფესტივალზე მოხიბლა გერმანელი მუსიკის მოყვარულები, ახლა კი თბილისელებს გააცნო თავისი მუსიკა, რომლის სტილის დადგენა საკმაოდ რთულია. პრეზენტაციის შემდეგ ანსამბლის წევრები, ნინო ჯანჯღავა და დავით ხოსიტაშვილი, ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიას ეწვივნენ და იმ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, რომელიც ”ბეწვის ხიდის” მოსმენის შემდეგ დაგვებადა. თავდაპირველად ნინოს ვკითხეთ, აქვთ თუ არა დღეს საშუალება გამართონ კონცერტი და ცოცხლად დაუკრან ის, რაც ამ ფირფიტაზე ჩაწერეს.

[იხ.აუდიოვერსია]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG