Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ დაახლოებით 30 ათასი ერაყელი დაიღუპა აშშ-ის ჯარის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ დაახლოებით 30 ათასი ერაყელი დაიღუპა აშშ-ის ჯარის
ერაყში შესვლის შემდეგ ამ ქვეყანაში. ბუშმა ეს განცხადა მაშინ, როცა ერაყში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა დაიწყო. მან განაცხადა ასევე, რომ ერაყის დემოკრატიზაციის საკითხი რთულია, რომ არც ერთ ქვეყანას არ გაუკვია ეს ატაპი თავდაპირველი წარუმატებლობის გარეშე. (ბუშის ხმა)
“ამ კვირის არჩევნები არ იქნება სრულყოფილი და წამატება ამ სფეროში არ არის პროცესის დასასრული. ერაყს მეტად მძიმე სამუშაოს შესრულება მოუწევს და ჩვენს კოალიციას, ერაყის ახალ მთავრობასთან ერთად მოელის არაერთი გამოწვევა, ოთხ კრიტიკულ სფეროში: ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ერაყის ახალი მყარი მთავრობის შექმნაში, ერაყში შერიგების მიღწევაში, ასევე ერაყის დემოკრატიისთვის მხარდაჭერაში მეზობელ რეგიონში.
ბუშმა გააკრიტიკა არაუბლი ტელეარხები აშშ-ის მიმართ კრიტიკის გამძაფრების გამო. მანვე თქვა, რომ
დაუშვებელია ერაყის საპატიმროებში პატიმრების წამება. მან დამნაშავეთა დასჯისკენ გამოთქვა მოწოდება. ადრე ერაყმა განაცხადა, რომ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ციხეში 13 პატიმარი აწამეს. ციხე ნოემბერში აღმოაჩინეს ამერიკელმა სამხედროებმა.
XS
SM
MD
LG