Accessibility links

logo-print

“რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების”


“რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” განცხადებით, ტაშკენტში - უზბეკეთის დედაქალაქში

“რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” განცხადებით, ტაშკენტში - უზბეკეთის დედაქალაქში
ჩვენ “რადიოს” ბიუროს დახურვა კიდევ ერთი თავდასხმაა უზბეკი ხალხის უფლებებზე. “რადიოს” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი ტრიმბლმა განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ქმედება კიდევ უფრო აუარესებს უზბეკეთში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას.
ტრიმბლმა თქვა, რომ “რადიო თავისუფლება” გააგრძელებს ობიექტურ მაუწყებლობას უზბეკეთში უზბეკი ხალხისთვის, ასევე სხვა მსმენელებისთვის.
(ტრიმბლის ხმა)
“უზბეკეთის ხელისუფალთა უსაფუძვლო ქმედება დამატებით ზიანს აყენებს სიტყვის თავისუფლების ისედაც სამწუხარო მდგომარეობას ამ ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი თავდსახმაა პრეზიდენტ კარიმოვის მთარობისა უზბეკი ხალხის მთავარ უფლებებზე. ეს ახალი ზღუდე ხელს ვერ შეუშლის “რადიო თავისუფლებას” მიაწოდოს უზბეკ, და შუა აზიის სხვა ხალხებს, ასევე ყველას, ვინც ჩვენ გვისმენს, ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია უზბეკეთის ვითარებაზე".
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა ჩვენი “რადიოს” ტაშკენტის ბიუროს საქმიანობა, განაცხადა რა, რომ თანამშრომლებს არ აქვს სათანადო აკრედიტაცია.
XS
SM
MD
LG