Accessibility links

logo-print

ჰონგ-კონგში დაიწყო 150-მდე ქვეყნის წარმომადგენლების


ჰონგ-კონგში დაიწყო 150-მდე ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება მსოფლიოში ვაჭრობის საკითხებზე.

ჰონგ-კონგში დაიწყო 150-მდე ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება მსოფლიოში ვაჭრობის საკითხებზე.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრას თან ახლავს გლობალიზაციის მოწინააღმდეგეების პროტესტი: დემონსტრანტები შიშობენ, როომ ამჟამინდელი პროცესები ღარიბ ქვეყნებსა და გარემოს ავნებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ ერთსულოვნებას პაკეტზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღარიბ ქვეყნებს, ისარგებლონ ვაჭრობის ლიბერალიზაციით. როგორც სხდომაზე ჰონ-კონგის წარმომადგენელმა დონალდ ცანგმა აღნიშნა: [დონალდ ცანკის ხმა] “ჩვენი აზრით, ვაჭრობა არის ეკონომიკური ზრდის ძრავა და ის განვითარების სამსახურში უნდა იდგეს. ამის მიღწევა გვინდა გლობალურ სისტემაში განვითარებადი ქვეყნების უკეთ ინტეგრაციით, რათა მათაც ისარგებლონ თავისუფალი და ღია ვაჭრობით”.
XS
SM
MD
LG