Accessibility links

მალაიზიაში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტისა და


მალაიზიაში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ანუ "აზეან"-ის ლიდერების შეხვედრა.

მალაიზიაში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ანუ "აზეან"-ის ლიდერების შეხვედრა.
მისი მონაწილეები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ვლადიმირ პუტინი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს ეწვია რუსეთ-აზეანის პირველ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამიტი დამთავრდა ხელმოწერით დეკლარაციაზე, რომელშიც ლაპარაკია ფართომასშტაბიან პარტნიორობაზე რუსეთსა და "აზეანის" წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე ერთობლივ მუშაობაზე მომავალი 10 წლის მანძილზე. დეკლარაციაში ასახული სამოქმედო გეგმა ეხება რეგიონში კეთილდღეობის გავრცელების ხელშეწყობას და ტერორიზმის წინაღამდეგ ბძროლას. დღესვე, უფრო ადრე ვლადიმირ პუტინი კუალა ლუმპურში შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ჩინეთში, მდინარეში ჩაღვრილი ტოქსიკური ნივთიერებით გამოწვეული ზარალის წინააღმდეგ. ტოქსიკური ნივთიერების ლაქა, რუსეთის საზღვარს უახლოვდება.
XS
SM
MD
LG