Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო


საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ ხავიერ სოლანას

საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ ხავიერ სოლანას
- ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც სოლანამ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, განიხილეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის “სამოქმედო გეგმები” ამ სამ ქვეყანაში, აგრეთვე რეგიონული კონფლიქტებ: [სოლანას ხმა] “არის კონფლიქტები, რომლებიც გაყინულია, ზოგი კი ნაკლებად გაყინული - მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება დიდი დახმარება გაწიოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში”. დღესვე ევროკავშირი საქართველოს დაჰპირდა 2 მილიონ ევროს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, მათს შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომ მათს ქვეყნებს სურთ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ევროკავშირთან.
XS
SM
MD
LG