Accessibility links

პალესტინელების ცენტრალური საარჩევნო კომისია დროებით


პალესტინელების ცენტრალური საარჩევნო კომისია დროებით წყვეტს მუშაობას,

პალესტინელების ცენტრალური საარჩევნო კომისია დროებით წყვეტს მუშაობას,
ვიდრე პალესტინელების ხელმძღვანელობა შეძლებს კომისიის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კომისიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მმართველი ფატაჰის პარტიის შეიარაღებული წევრები შეიჭრნენ საარჩევნო კომისიის ოფისებში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში. ცნობებში არაფერია ნათქვამი სერიოზულად დაჭრილების შესახებ. ჯერ არ არის ნათელი, იქონიებს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს ნაბიჯი გავლენას 25 იანვრის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრაციაზე, რომელიც ოთხშაბათს უნდა დასრულდეს. მაგრამ საარჩევნო უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ძნელი იქნება არჩევნების მოწყობა, თუ გაგრძელდა ძალადობა.
XS
SM
MD
LG