Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ამჰადინეჟადმა მორიგი


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ამჰადინეჟადმა მორიგი სიტყვიერი იერიში მიიტანა ისრაელზე - ჰოლოკოსტს მან “მითი” უწოდა.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ამჰადინეჟადმა მორიგი სიტყვიერი იერიში მიიტანა ისრაელზე - ჰოლოკოსტს მან “მითი” უწოდა.
მისივე თქმით, ჰოლოკოსტი (მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპაში 6-ს მილიონამდე ებრაელის გაწყვეტა) მართლაც რომ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ისრაელი მაინც უნდა გაეცალოს ახლო აღმოსავლეთს: [აჰმადინეჟადის ხმა] “თუ ასეთი დანაშაული გაქვთ ჩადენილი, კარგი იქნება, თუ ებრაელებს მისცემთ თქვენი მიწის ნაწილს - მიწას ევროპაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში ან ალასკაზე, რათა შექმნან თავიანით ქვეყანა”. აჰმადინეჟადმა ეს მოსაზრება გამოთქვა ირანელებისადმი მიმართვაში სისტან-ბალუჩესტანის პროვინციაში. მისი გამოსვლა დაგმეს ისრაელმა, გერმანიამ და ევროკავშირმა. მანამდე კი გაეროს და მრავალი სახელმწიფოს ლიდერების აღშფოთება გამოიწვია აჰიმადინეჟადის მოწოდებამ ისრაელის "მსოფლიო რუკიდან წაშლისაკენ".
XS
SM
MD
LG