Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს


ერაყში დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შეერთებული შტატების და ბრიტანეთის განცხადებით,

ერაყში დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შეერთებული შტატების და ბრიტანეთის განცხადებით,
არჩევნები ისტორიაში "დიად დღედ" შევა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოპ სხეფერმა, იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები "სულ უფრო მეტად ერთიან და მშვიდობიან ქვეყანას ჩაუყრის საფუძველს". არჩევნების ჩატარებას მიესალმა რუსეთის საგაერო საქმეთა სამინისტროც. ოფიციალური განცხადების თანახმად, მოსკოვი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს. უბნების გახსნისას, ბაღდადში რამდენიმე აფეთქება განხორციელდა. თუმცა ძალადობის შემთხვევები შედარებით მცირემასშტაბიანი იყო, და მოქალაქეები არჩევნებში მაინც აქტიურად მონაწილეობენ. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო. საბოლოო შედეგები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG