Accessibility links

logo-print

ნავთობსადენში, რომელმაც ყაზახური ნავთობი ჩინეთში


ნავთობსადენში, რომელმაც ყაზახური ნავთობი ჩინეთში უნდა ჩაიტანოს, ნავთობი უკვე მიედინება. 700 მილიონ დოლარად შეფასებული

ნავთობსადენში, რომელმაც ყაზახური ნავთობი ჩინეთში უნდა ჩაიტანოს, ნავთობი უკვე მიედინება. 700 მილიონ დოლარად შეფასებული
ნავთობსადენი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ასტანაში ღილაკზე ხელით დაჭერით გახსნა. პრეზიდენტის თქმით, ეს მოვლენა ჩინეთსა და ყაზახეთს შორის არსებული ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობისთვის "განსაკუთრებულ მნიშვნელობას" ატარებს. [ნაზარბაევის ხმა]: "მეგობრობის და კეთილმეზობლობის შეთანხმებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან ერთად 2004 წლის მაისში ნავთობსადენის მშენებლობაზე შევთანხმდით. როდესაც ამაზე ლაპარაკი პირველად დავიწყე, 1997 წელს, ყველას ეგონა, რომ ეს უტოპია იყო. დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში ყაზახეთი უტოპიებს ასე აქცევს რეალობად".
ათასკილომეტრიანი ნავთობსადენი სახელმწიფო კომპანიების – კაზმუნაიგაზის და ჩინეთის პეტროლიუმის კორპორაციის - ერთობლივი პროექტია. დაგეგმილია, რომ ნავთობსადენმა ჩინეთში ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ნავთობი უნდა ჩაიტანოს.
XS
SM
MD
LG