Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირებმა, რომლებიც უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში


პირებმა, რომლებიც უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მაისში განვითარებულ მოვლენებს გადაურჩნენ, უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ზოკირჯონ ალმატოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

პირებმა, რომლებიც უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მაისში განვითარებულ მოვლენებს გადაურჩნენ, უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ზოკირჯონ ალმატოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის წარმომადგენლები ნიუ-იორკიდან იტყობინებიან, რომ სარჩელი გერმანიის ფედერალუმა პროკურორებმა ორშაბათს მიიღეს. დოკუმენტი ალმატოვის გასამართლებას წამების, და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო მოითხოვს. " Human Rights Watch "-ის ინფორმაციით, წამების, და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში გერმანიის კანონმდებლობა სამართლებრივი დევნის საშუალებას იძლევა – განურჩევლად იმისა, თუ სად იყო ჩადენილი ეს დანაშაულები. თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით გაურკვეველია, დასთანხმდებიან თუ არა გერმანელი პროკურორები ამ სარჩელის მიღებას.
" Human Rights Watch "-ს იმედი აქვს, რომ ალმატოვს – რომელიც გერმანიაში მკურნალობის კურსს გადის – დააპატიმრებენ.
XS
SM
MD
LG