Accessibility links

logo-print

საერთაშორისო შუამავლებმა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის


საერთაშორისო შუამავლებმა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრაში სომხეთს და აზერბაიჯანს ეხმარებიან, განაცხადეს, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას ელიან.

საერთაშორისო შუამავლებმა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრაში სომხეთს და აზერბაიჯანს ეხმარებიან, განაცხადეს, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას ელიან.
როგორც ფრანგმა შუამავალმა, ბარნარ ფაზიემ, ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მისი ოპტიმიზმი ეყრდნობა ფაქტს, რომ არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში არჩევნები დანიშნული არ არის. [ფაზიეს ხმა]: "ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი წელი პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით რეალური პროგრესის მიღწევის საშუალებას მოიტანს – რაც, თავის მხრივ, მიმდინარე წელს მიღწეულ შედეგებზე იქნება დამყარებული". საფრანგეთი ე.წ. მინსკის ჯგუფის ქვეყნების ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ჯგუფი 1996 წელს შეიქმნა და მიზნად კონფლიქტის გადაწყვეტა დაისახა. ჯგუფს კიდევ რუსეთი და შეერთებული შტატები ხელმძღვანელობენ.
XS
SM
MD
LG