Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით,
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობის დამცველების გაყვანის შემთხვევაში მათ ადგილს აფხაზი სამხედროები დაიკავებენ. როგორც ბაღაფშმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში თქვა, აფხაზეთი ნეგატიურად არის განწყობილი რუსი მშვიდობის დამცველების შერეული სამშვიდობო კონტინგენტით შესაძლო ჩანაცვლების მიმართ. ბაღაფშის თქმით, საქართველოს აქვს იურიდიული უფლება, მოითხოვოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, თუმცა სხვა კონტინგენტით მათი ჩანაცვლებისთვის კონფლიქტის ორივე მხარის თანხმობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG