Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო მოსამართლეების


საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო მოსამართლეების ასაკის შემცირებასთან დაკავშირებული

საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო მოსამართლეების ასაკის შემცირებასთან დაკავშირებული
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობამ ვერ მოახერხა ცვლილების მისაღებად აუცილებელი 157 ხმის მოგროვება. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა “მემარჯვენე ოპოზიციამ” და “დემოკრატიულმა ფრონტმა”, ასევე ცალკეულმა დეპუტატებმა. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკის ქვედა ზღვარი უნდა შემცირდეს 35-დან 30 წლამდე, ხოლო საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკისა - 30-დან 28 წლამდე. დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უშიშროების სამინისტროს გაუქმებამ და ამ ფაქტის კონსტიტუციაში ასახვამ განაპირობა.
XS
SM
MD
LG