Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და რუსეთმა მოილაპარაკეს, დაიწყონ


საქართველომ და რუსეთმა მოილაპარაკეს, დაიწყონ სამუშაოები სოჭი-თბილისის რკინიგზაზე

საქართველომ და რუსეთმა მოილაპარაკეს, დაიწყონ სამუშაოები სოჭი-თბილისის რკინიგზაზე
მიმოსვლის აღდგენის მიზნით. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სამთვარობათაშორისო კომისიის შეხვედრაზე კომისიის თანათავმჯდომარემ, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, იგორ ლევიტინმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებას 1,5-2 წელი დასჭირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ასევე კომისიის თანათავმჯდომარეა, აფხაზეთში მოქმედი რუსეთის ბანკების საკითხი წამოჭრა. [ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "მეორე საკითხია ზოგიერთი რუსული ბანკის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ჩვენთვის ასევე მტკივნეული საკითხია. ეს არის, პრაქტიკულად მათი არალეგალური მოქმედებები და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციას, FATF-ს მივმართავთ ამის გამო."
XS
SM
MD
LG