Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით,
საქართველოს იურიდიულად უფლება აქვს, მოითხოვოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა. თუმცა, როგორც ბაღაფშმა "რია ნოვოსტის" სააგენტოს უთხრა, მშვიდობისდამცველთა გასვლის შემთხვევაში მათ ადგილს დაიკავებენ არა საერთაშორისო ძალები, არამედ აფხაზი სამხედროები. აფხაზეთი უარყოფითად აფასებს რუსეთის მშვიდობისდამცველთა ჩანაცვლებას შერეული საერთაშორისო კონტინგენტითო, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც ამჟამად ვიზიტით იმყოფება რუსეთში. ამასთანავე ბაღაფში მზად არის, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს როგორც კი მზად იქნება შეთანხმება თბილისსა და სოხუმს შორის საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მე არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა ამ წლის ბოლომდე შედგესო, დასძინა ბაღაფშმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში.
XS
SM
MD
LG