Accessibility links

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა შეიმუშავა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა შეიმუშავა
საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში მიღწეული პროგრესი შეიძლება "იმედისმომცემად" ჩაითვალოს, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრული შესრულებისკენ. "ვარდების რევოლუციიდან ორი წლის თავზე დროა, ახალმა ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს" – ვკითხულობთ დადგენილების პროექტში. მონიტორინგის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კონკრეტული ვალდებულება უკვე შესრულდა და საერთო ჯამში, ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება. გარდა ამისა, მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში ჩაბმულ მხარეებს - მათ შორის რუსეთს - მოუწოდებს, ყოველი ღონე იხმარონ კონფლიქტის მშვიდობიანი და დემოკრატიული მოგვარებისთვის და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG