Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრო-რუსულმა მთავრობამ დღეს დაიწყო


ჩეჩნეთის პრო-რუსულმა მთავრობამ დღეს დაიწყო მოწამვლის საქმის გამოძიება. მოწამვლის გამო 15 სკოლის მოსწავლე და მათი მასწავლებელი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ჩეჩნეთის პრო-რუსულმა მთავრობამ დღეს დაიწყო მოწამვლის საქმის გამოძიება. მოწამვლის გამო 15 სკოლის მოსწავლე და მათი მასწავლებელი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შემთხვევა აღმოსავლეთის სოფელ სტაროგლადოვსკაიაში მოხდა. რამდენიმე დღის წინ იქ რამდენიმე ბავშვს კანკალი დაეწყო, სუნთქვა გაურთულდა და კიდურები წაერთვა. ბავშვები გუშინ სოფელთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები კი გროზნოში გადაიყვანეს. ექიმებს დიაგნოზის დასმა გაუჭირდათ. რეგიონის ოფიციალური პირების მოსაზრებით, ბავშვები შესაძლოა გაზით არიან მოწამლული. რუსეთის რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ინფორმაცით, ეს უკანასკნელ წლებში ამ რეგიონში მომხდარი ამოუცნობი მოწამვლის მესამე შემთხვევაა.
XS
SM
MD
LG