Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და

ჰონგ-კონგში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო აქციის ასობით მონაწილის დასაშლელად, რომელთა მსვლელობაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილს უახლოვდებიოდა.

[საპროტესტო აქციის ხმები]. ათობით სამხრეთკორეელი ფერმერი - რომლებიც თვლიან, რომ თავისუფალ ვაჭრობას მათთვის ზიანი მოაქვს – აქციაზე ბამბუკის ჯოხებს იქნევდა და კვერცხებს ისროდა. პოლიციამ კი მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 50 ადამიანი – მათ შორის 5 პოლიციის ოფიცერი. 900ზე მეტი პირი დაკავებულია. შეტაკების დროს, ევროპიდან და იაპონიიდან ჩასული დელეგაციები შეხვედრის ადგილას ნავებით მიიყვანეს. საკუთრივ შეხვედრა კი, თუნდაც ზოგადი შეთანხმების მიღწევის იმედით, გვიანობამდე გაგრძელდა.
დიპლომატების აზრით, თუ სადავო საკითხები ხვალ, ექვსდღიანი შეხვედრის დამთავრებამდე არ გადაიჭრება, ამან შეიძლება მიწათმოქმედების, და ინდუსტრიული წარმოების სფეროებში გლობალური ბიზნესის თავისუფალ განვითარებას ხელი შეუშალოს.
XS
SM
MD
LG