Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სუნიტების ერთი ნაწილი ამ


ერაყში სუნიტების ერთი ნაწილი ამ კვირაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს წარმატებად მიიჩნევს.

ერაყში სუნიტების ერთი ნაწილი ამ კვირაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს წარმატებად მიიჩნევს.
არსებული მონაცემებით, სუნიტებმა ამ არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად მიიღეს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, იბრაჰიმ ჯააფარიმ, სუნიტებს შიიტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა ახალ პარლამენტში. ერთ-ერთი სუნიტური პარტიის ლიდერმა, ადნან დულაიმიმ, ბაღდადში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე არჩევნებს წარმატებული უწოდა: [დულაიმის ხმა]: ""არჩევნები წარმატებული იყო –და ეს უკვე დადებითი რამაა, იმის მიუხედავად, დამარცხდა თუ გამარჯვება მოიპოვა რომელიმე კონკრეტულმა ალიანსმა. საარჩევნო პროცესმა წარმატებით ჩაიარა – მადლობა ღმერთს, არც ძალადობის შემთხვევები ყოფილა. არჩევნებს ხომ დღევანდელ მსოფლიოში სისხლი და ძალადობა ხშირად მოსდევს ხოლმე. მადლობა ღმერთს, აქ მხოლოდ ორი თუ სამი შემთხვევა მოხდა – რაც იმ ქვეყანაში, სადაც ქაოსი, ძალადობა და სიკვდილი სუფევს, სრულიად უმნიშვნელო რამაა". ამავე დროს, დულაიმიმ განაცხადა, რომ იმ ოლქებში, სადაც შესაძლოა დარღვევები იყო, მისი პარტია ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს. არჩევნების გაყალბების შემთხვევებზე გააკეთა განცხადება დღეს ყოფილი პრემიერ მინისტრის, იად ალაუის პარტიამ. ალაუი სეკულარიზმის მომხრე შიიტია. პარტიის წარმომადგენლების აზრით, დარღვევები რამდენიმე პროვინციაში აღირიცხა – და წინასწარი შედეგები არასწორ სურათს ასახავს.
XS
SM
MD
LG