Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ლიდერები 2007-2013 წლების


ევროპის კავშირის ლიდერები 2007-2013 წლების ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.

ევროპის კავშირის ლიდერები 2007-2013 წლების ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის მორიგმა პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, დღეს დილით ადრე განაცხადა, რომ ბრიუსელში წარმოებული ორდღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის ბიუჯეტმა 862 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც ტონი ბლერმა თანხმობა განაცხადა თანხის დაკლებაზე, რომელიც ბრიტანეთს გადასახადების სანაცვლოდ ევროკავშირიდან უნდა ამოეღო.
ბლერის თქმით, ეს თანხა ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების განვითარებას მოხმარდება. [ბლერის ხმა]: "ეს შეთანხმება ევროპის პროგრესის საწინდარია. ამით ახალ წევრებს სოლიდარობას ვუცხადებთ – რაც ჩვენთვის, ვინც ევროპის გაფართოვებას ვუჭერდით მხარს, მნიშვნელოვანი მონაპოვარია".
XS
SM
MD
LG