Accessibility links

logo-print

ოფიციალურმა თბილისმა რუს ინვესტორებს ენერგეტიკის


ოფიციალურმა თბილისმა რუს ინვესტორებს ენერგეტიკის და სატელეკომუნიკაციო სექტორების დაგეგმილი პრივატიცაზიის პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ოფიციალურმა თბილისმა რუს ინვესტორებს ენერგეტიკის და სატელეკომუნიკაციო სექტორების დაგეგმილი პრივატიცაზიის პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ქართულ-რუსულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს და ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს. ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილ პრივატიზაციის პროგრამაში. [ნოღაიდელის ხმა]: "ასე აღმოჩნდა, რომ 2005 წლის განმავლობაში რუსეთი არის საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი – და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება". ოფიციალური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 51 პროცენტით გაიზარდა. ამჟამად ის 410 მილიონ დოლარს უტოლდება.
საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ, ასეთი ბიზნესფორუმი მეორედ ტარდება.
XS
SM
MD
LG