Accessibility links

ჰონგ კონგში კომპრომისულ პაკეტზე შეთანხმებით


ჰონგ კონგში კომპრომისულ პაკეტზე შეთანხმებით დასრულდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 6-დღიანი სამიტი.

ჰონგ კონგში კომპრომისულ პაკეტზე შეთანხმებით დასრულდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 6-დღიანი სამიტი.
მიღწეული კომპრომისით, ყველა ქვეყანა 2013 წლისთვის ბოლოს მოუღებს სასოფლო სამეურნეო და ყველა სხვა საექსპორტო ნაწარმის სუბსიდირებას. პაკეტი შეიცავს ასევე მოწოდებას მდიდარი ქვეყნებისადმი, 2008 წლისთვის სავაჭრო პრივილეგიები მიანიჭოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების საექსპორტო ნაწარმის, სულ ცოტა, 97-ტ პროცენტს. სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლამიმ მიღწეული შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. უფრო ადრე კი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სელსო ამორიმმა, სამიტის შედეგთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის "მოკრძალებულია, მაგრამ არც თუ უმნიშვნელო". მაგრამ კრიტიკას გამოთქვამს არაერთი არასამთავრობო, ჰუმანიტარული ორგანიზაცია: მათი შეფასებით, ჰონგ კონგში მიღწეული შეთანხმება დიდად ვერ დაეხმარება ღარიბ ქვეყნებს. დღესვე ჰონგ კონგში გაიმართა საპროტესტო სვლა, რომლის მონაწილეებიც ვაჭრობის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან.
XS
SM
MD
LG