Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის წარმომადგენლები ბაქოში მიტინგზე


აზერბაიჯანში ოპოზიციის წარმომადგენლები ბაქოში მიტინგზე შეიკრიბნენ მიუხედავად გაფრთხილებისა,

აზერბაიჯანში ოპოზიციის წარმომადგენლები ბაქოში მიტინგზე შეიკრიბნენ მიუხედავად გაფრთხილებისა,
რომ პოლიცია, საჭიროების შემთხვევაში, ძალას გამოიყენებდა არასანქცირებული მიტინგის დასაშლელად. საინფორმაციო სააგენტო "ასოიშეიტიდ პრესის" ცნობით, პოლიციამ, სულ ცოტა, 10 დემონსტრანტი დააკავა, ერთს კი სცემა. მაგრამ არის ცნობებიც, რომ პოლიციას, უმეტეს შემთხვევაში, ძალა არ გამოუყენებია. პოლიტიკური ოპოზიცია აზერბაიჯანში ხშირად აწყობს საჯარო შეკრებებს ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ არჩევნების მანიპულირების წყალობით მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა. ამის გამო ოპოზიცია განმეორებით არჩევნებს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG