Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა კონგრესს განაახლოს ტერორიზმთან ბრძოლის კანონები,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა კონგრესს განაახლოს ტერორიზმთან ბრძოლის კანონები,
“პატრიოტულ აქტად” წოდებული კანონმდებლობა, რომელიც სადაო გახდა. ბუშმა თქვა, რომ სენატორების უმცირესობა, თუკი წინ აღუდგება ამ კანონებს, რომლებიც ძალას 12 დღეში კარგავენ, ქვეყანას სარისკო ვითარებაში აგდებენ. ბუშის თქმით, უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს კონგრესმა უნდა მისცეს საშუალებები, მხარში ედგნენ ამერიკელ ხალხს.
სანამ აშშ-ს ტერორისტები ემუქრებიან, სპეციალური სამსახურები გააგრძელებენ სატელეფონო საუბრების მოსმენას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, თავის გამოსვლაში, პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში. მისი თქმით, ამ გზით მიღებული ინფორმაცია აუცილებელია ტერაქტების თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის კონრესმა მოითხოვა დაიწყოს გამოძიება, როცა გავრცელლა ცნობა, რომ სახელმწიფო უშიშროების სააგენტო უსმენს საუბრებს. სააგენტოს მიზანია, გამოიკვლიოს “ალ ყაიდის” კავშირები.
XS
SM
MD
LG