Accessibility links

logo-print

ერაყელი სუნიტები აცხადებენ, რომ საპარლამენტო


ერაყელი სუნიტები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გასულ კვირაში სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.

ერაყელი სუნიტები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გასულ კვირაში სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰუსეინ ჰინდაუიმ კატეგორიულად უარყო სუნიტური კოალიციის მოთხოვნა, რომ ბაღდადში ხელახლა გაიმართოს კენჭისყრა. წინასწარი მონაცემების თანახმად, შიიტების პოლიტიკურმა ბლოკმა ბაღდადში ხმების 59 პროცენტი მოაგროვა. სუნიტები ახალი პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრებიან. საარჩევნო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუადრეს იანვრის დამდეგისა. კომისიის წარმომადგენელმა ფარიდ აიარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგები მზად იქნება მას მერე, რაც განხილულ იქნება ათასზე მეტ საჩივარს დარღვევების თაობაზე.

XS
SM
MD
LG