Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა საავადმყოფოდან


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ განაცხადა,

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ განაცხადა,
რომ მზად არის შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას. შარონი კვირას დააწვინეს საავადმყოფოში მიკროინსულტის დიაგნოზით. ორშაბათს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ გახდა პარტია "ლიკუდის" ლიდერი. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა შარონი, რომელმაც ცენტრისტული პარტია "კადიმა" შექმნა. ნეტანიაჰუმ "ლიკუდის" თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ განაცხადა: "მინდა ყველას გამოგიცხადოთ, რომ ამ წუთიდან "ლიკუდი" იწყებს თავის გზას საწყისი პუნქტისკენ, როცა იგი დაიბრუნებს ლიდერობას და სათავეში ჩაუდგება ისრაელის სახელმწიფოს." ისრაელში იანვარში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ოთხშაბათს ისრაელის პარლამენტი დაიშლება.

XS
SM
MD
LG