Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, ოსამა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, ოსამა ბინ ლადენს, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს "ალ-ყაიდის" გაძღოლის უნარი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, ოსამა ბინ ლადენს, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს "ალ-ყაიდის" გაძღოლის უნარი.
გარდა ამისა, აღნიშნავს დონალდ რამსფელდი, ბინ ლადენი ერთი წელია, არ ჩანს. როგორც რამსფელდმა პაკისტანში ვიზიტისას აღნიშნა: “თუ ის სადმეა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უყვარს ფირებსა და ვიდეოკასეტებზე მიმართვების ჩაწერა, ბოლო დროს კი - რამდენიმე თვეა - ამის სურვილს აღარ ამჟღავნებს. უბრალოდ, არ ვიცი, ცოცხალია თუ არა”. იქვე რამსფელდმა დასძინა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს 11 სექტემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის შეპყრობას. ვარაუდობენ, რომ ოსამა ბინ-ლადენი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, მთებში იმალება.
XS
SM
MD
LG