Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში გაურკვეველი სნეულებით უკვე 73


ჩეჩნეთში გაურკვეველი სნეულებით უკვე 73 ადამიანია ავად.

ჩეჩნეთში გაურკვეველი სნეულებით უკვე 73 ადამიანია ავად.
ყველა ავადმყოფი რესპუბლიკის აღმოსავლეთში მდებარე შელკოვსკის რეგიონიდანაა. დაავადებულების ორ მესამედს ბავშვები, ძირითადად გოგონები, შეადგენენ. დაავადების გავრცელების გამო რეგიონში ყველა საბავშვო ბაღი და სკოლა დაიკეტა. ექიმებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ დაავადების გამომწვევი მიზეზი. დაავადება კანკალით, გულისრევით, და სუნთქვის გართულებით იწყება. ჩეჩნეთის გენერალურმა პროკურორმა, ვალერი კუზნეცოვმა, განაცხადა, რომ ექსპერტებმა დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის გაზით მოწამვლა გამორიცხეს. მისი თქმით, შელკოვსკის რეგიონში რადიოაქტიურობის დონე დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია. მისივე განცხადებით, დაავადების მიზეზად ახლა გრძელვადიანი სტრესით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა განიხილება. ჩეჩნეთის ტოქსიკოლოგიის სამსახურის დირექტორმა, მუსა დალსაევმა, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: [დალსაევის ხმა]: "შემიძლია მოგახსენოთ, რომ ის კლინიკური სურათი, რომელიც გვაქვს, არ წარმოადგენს მოწამვლის, ან რაიმე ნივთიერების მოქმედების, შედეგს. ეს ფსიქოგენური სურათია – რასაც სამედიცინო ლიტერატურა სოციო-გენურს უწოდებს". გაურკვეველი დაავადების პირველი შემთხვევა ჩეჩნეთში 16 დეკემბერს აღირიცხა.
XS
SM
MD
LG