Accessibility links

logo-print

გასულ თვეში, ჩინეთის ქიმიურ ფაბრიკაში


გასულ თვეში, ჩინეთის ქიმიურ ფაბრიკაში მომხდარი აფეთქებით გამოწვეულმა გაჟონვამ

გასულ თვეში, ჩინეთის ქიმიურ ფაბრიკაში მომხდარი აფეთქებით გამოწვეულმა გაჟონვამ
- რომელმაც მდინარე ამური დააბინძურა – რუსეთის აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკს მიაღწია. სახელმწიფო მოხელეები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. რეგიონის გამგებელმა, ვიქტორ იშაევმა, მოსახლეობას განუცხადა, რომ არც სასმელად, და გასათბობად გამოყენებული წყალი არ დაბინძურდება. იშაევის განცხადებით, ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ დაბინძურება სასმელ წყალს არ შეეხოს – და ქალაქს წყლის მიწოდება არ შეუწყდეს. ხაბაროვსკში გავრცელებული ოფიციალური მინაცემებით, წყალში ჯერჯერობით აღრიცხული ტოქსიკური ნივთიერების დონე ადამიანის ჯანმრთელობას მხოლოდ მცირე საფრთხეს უქმნის. ექსპერტების მოლოდინით, გამავალ წყალში ტოქსიკური ნივთიერების კონცენტრაცია მწვერვალს ოთხ დღეში მიაღწევს. ქალაქში მომზადებულია წყლის მიწოდების ალტერნატიული გზები. მიმდინარეობს მუშაობა რომ ტოქსიკურმა ნივთიერებამ გვერდი აუაროს მდინარის იმ მონაკვეთს, საიდანაც ქალაქს წყალი მიეწოდება.
XS
SM
MD
LG