Accessibility links

ევროპის კომისია მაიკროსოფტის კორპორაციას ორ


ევროპის კომისია მაიკროსოფტის კორპორაციას ორ მილიონ ევრომდე ოდენობის ყოველდღიური ჯარიმით ემუქრება. კორპორაცია არ დაექვემდებარა ბრძანებულებას, სადაც ის კონკურენციის კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ევროპის კომისია მაიკროსოფტის კორპორაციას ორ მილიონ ევრომდე ოდენობის ყოველდღიური ჯარიმით ემუქრება. კორპორაცია არ დაექვემდებარა ბრძანებულებას, სადაც ის კონკურენციის კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს.
კომისიის წარმომადგენლის, ჯონათან ტოდის თქმით, მაიკროსოფტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც
მის ოპერირების სისტემას კონკურენტების პროდუქციასთან შეთავსებადს გახდის. [ტოდის ხმა]: "მას შემდეგ, რაც მაიკროსოფტს პასუხის გაცემისთვის დრო მიეცემა – მათ ამისათვის ხუთი კვირა აქვთ, და ამავე დროს, ზეპირი განხილვის ჩატარების მოთხოვნაც შეუძლიათ – ევროპის კომისიამ შეიძლება ყოველდღიური ჯარიმა დააწესოს. ეს ყოველდღიური ჯარიმა კი შესაძლოა ორი მილიონ ევრომდე ოდენობის იყოს". ეს განცხადება ემყარება 2004 წელს გამოცემულ ბრძანებულებას, სადაც მაიკროსოფტს დომინანტური პოზიციით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ. მაიკროსოფტი კი თავის მხრივ ამ ბრალდებებს უსამართლოს უწოდებს, და აცხადებს, რომ ევროკავშირის ბრძანებულების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერს აკეთებს .
XS
SM
MD
LG