Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია


საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს საღამოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის პოსტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქავთარაძე დაიკავებს. საკადრო ცვლილება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც განხორციელდა. ამ უწყების თავმჯდომარის პოსტზე შოთა კოპაძეს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია შეცვლის.
XS
SM
MD
LG