Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების კონგრესმა მოიწონა ე.წ.


შეერთებული შტატების კონგრესმა მოიწონა ე.წ. "პატრიოტული აქტის" 3 თებერვლამდე გაგრძელება.

შეერთებული შტატების კონგრესმა მოიწონა ე.წ. "პატრიოტული აქტის" 3 თებერვლამდე გაგრძელება.
ესაა კანონი, რომელიც პრეზიდენტს გაზრდილ უფლებამოსილებებს ანიჭებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კანონი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მიიღეს, სპეცსამსახურებს უფლებას აძლევს, საიდუმლოდ შეაგროვონ ინფორმაცია ამერიკელების პირად ცხოვრებაზე და მოისმინონ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სატელეფონო საუბრები. წარმომადგენელთა პალატამ აგრეთვე მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ფულადი ჯილდოს გადახდას ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის, საერთაშორისო ტერორისტების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG