Accessibility links

logo-print

ვატიკანში მთელი მსოფლიოდან ჩასული მლოცველები


ვატიკანში მთელი მსოფლიოდან ჩასული მლოცველები რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მიერ პირველი საშობაო წირვის ჩატარებას ელოდებიან.

ვატიკანში მთელი მსოფლიოდან ჩასული მლოცველები რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მიერ პირველი საშობაო წირვის ჩატარებას ელოდებიან.
1 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის სულიერი ლიდერის, რომის პაპის მოსასმენად წმინდა პეტრეს ტაძარში ცხრა ათასამდე ადამიანს ელიან. ათობით ათასი მორწმუნე კი მესას გარეთ დამონტაჟებულ დიდ მონიტორებში შეხედავს. მსახურება ტელე და რადიოსადგურებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მედიის საშუალებით მას თვალს რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი მიადევნებს. პარალელურად, მლოცველებით ივსება იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიჩნეული ქალაქი ბეთლემიც. იქ დაახლოებით 200 ათასი ადამიანის ჩასვლას ელიან – რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რიცხვია. მორწმუნეების და ტურისტების რაოდენობის გაზრდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ისრაელს და პალესტინელებს შორის 10 თვის წინ დადებულმა შეთანხმებამ გამოიწვია. წელს პირველად შობის პერიოდში ქალაქი ბეთლემი იერუსალიმისგან ისრაელის ძალების მიერ აშენებული კედლით არის გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG