Accessibility links

ყირგიზეთის სამხრეთის ქალაქ ოშის სამართალდამცავები


ყირგიზეთის სამხრეთის ქალაქ ოშის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გამოძიება დღეს, ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ აფეთქებაში ტერორისტების კვალს ეძებს.

ყირგიზეთის სამხრეთის ქალაქ ოშის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გამოძიება დღეს, ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ აფეთქებაში ტერორისტების კვალს ეძებს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ოშის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, ყუშბაკ ტეზეკბაევი, აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა. აი რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას: [ტეზეკბაევი]: "ოფისში ვიყავი; შუადღე იყო. უცებ დიდი აფეთქება მოხდა, და ჩემი ოთახი შეზანზარდა. დერეფანში გავვარდი, და ყველაფერი კვამლით იყო სავსე. მესამე სართულზე ფანჯრები იყო ჩამსხვრეული. უცნაური სუნი იდგა. სირბილით ჩავედით ქვემოთ. საკონფერენციო შენობაში მინები ჩამსხვრეული იყო". აფეთქების ადგილას მეხანძრეები მივიდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG