Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ახალი


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ახალი, ორწლიანი ბიუჯეტი – რომლის ხარჯვითი ნაწილი უპრეცედენტოდ შეზღუდულია.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ახალი, ორწლიანი ბიუჯეტი – რომლის ხარჯვითი ნაწილი უპრეცედენტოდ შეზღუდულია.
პარასკევს გვიან ღამით, 191-მა წევრიანმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ახალი, 3.8 მილიარდი დოლარისგან
შემდგარი ბიუჯეტი დამტკიცდა. რეზოლუციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 950 მილიონ დოლარამდე შეზღუდა – რაც მხოლოდ 2006 წლის პირველი 6 თვისთვის არის საკმარისი. იმისათვის, რომ გაეროს თანამშრომლებს ხელფასები მიეცეთ,
ექვსი თვის შემდეგ, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, მოუწევს ასამბლეას მეტი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით მიმართოს. დიპლომატების თქმით, ხარჯვითი ნაწილის შეზღუდვა იმ მიზნით მოხდა, რომ გაეროზე ზეწოლა განხორციელდეს, და ორგანიზაციამ 2006 წლის პირველ ნახევარში მენეჯმენტის რეფორმა განახორციელოს. ორგანიზაციის მიმართ წაყენებული კორუფციის და არასწორი მენეჯმენტის ბრალდებების პირობებში, წევრი მდიდარი ქვეყნები – და თვითონ კოფი ანანი – უკვე დიდი ხანია, რაც რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
XS
SM
MD
LG