Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების დირექტორის მოადგილის


აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების დირექტორის მოადგილის, ილჰამ ამიროვის თქმით,

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების დირექტორის მოადგილის, ილჰამ ამიროვის თქმით,
დღეს მომხდარი კატასტროფის მიზეზებს შორის ყველაზე ინტენსიურად საკონტროლო სისტემის გაუმართავობა განიხილება. ამიროვისვე თქმით, გამომძიებლები ამ ეტაპზე არც ტერორიზმს გამორიცხავენ. ყაზახეთში მიმავალი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 23ვე მგზავრის ცხედარი იპოვნეს. თვითმფრინავის მგზავრებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქე იყო – როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება, 1960 წელს დაბადებული, რუსთავის მკვიდრი ნოდარ აფციაური. 18 მგზავრიდან 10 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 4 კი ყაზახეთის. თვითმფრინავში კიდევ ავსტრალიის, ბრიტანეთის, თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაღუპულია ეკიპაჟის 5 წევრიც. თვითმფრინავი უკრაინაში აწყობილი, და აზერბაიჯანული ავიაკომპანია "აზალის" მფლობელობაში მყოფი ან-140 იყო. უკრაინამ აზერბაიჯანს აფეთქების მიზეზების გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
XS
SM
MD
LG