Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა უფლებების საკითხში გაეროს გენერალური


დევნილთა უფლებების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, ვალტერ კელინი, შოკირებულია

დევნილთა უფლებების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, ვალტერ კელინი, შოკირებულია
იმ გაუსაძლისი ყოფის ხილვით, რომელშიც დევნილთა ნაწილი საომარი მოქმედებების დასრულებიდან ათი წლის შემდეგ კვლავ იმყოფება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ შაბათს გაავრცელა. ვალტერ კელინი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით 21-დან 24 დეკემბრამდე იმყოფებოდა და თბილისის გარდა, ეწვია აფხაზეთს, სამეგრელოსა და ცხინვალის რეგიონებს. კელინის შეფასებით, 200 000-ზე მეტ დევნილთაგან უმეტესობას არ გააჩნია შემოსავლის წყარო და კვლავ დამოკიდებულია სახელმწიფოს უმნიშვნელო დახმარებაზე - შესაბამისად, არსებობისთვის საჭირო ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. კელინის განცხადებით, კონფლიქტების გამო გადაადგილებულ ადამიანებს აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. მაგრამ, ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრება გადაადგილების პერიოდში.
XS
SM
MD
LG