Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ კათოლიკური


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში
პირველი საშობაო ქადაგება წარმოთქვა, და ტრადიცისამებრ დალოცა "Urbi et Orbi" – "ქალაქი და მსოფლიო". [პაპის ხმა]: "დაე მშვიდობის უფლისწულის, იესო ქრისტეს დაბადებამ მსოფლიოს შეახსენოს, სად ძევს ჭეშმარიტი ბედნიერება – და დაე ჩვენი გულები იმედით და სიხარულით აივსოს, ვინაიდან ჩვენი მსხნელი დაიბადა". პაპმა აგრეთვე იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რომელსაც მისი თმით, თანამედროვე საზოგადოების ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ მიღწევებში ზედმეტად ჩართულობა უქადის სულიერ განვითარებას. მისი თქმით, ამან შეიძლება "გულებში სიცარიელე" დაბადოს. პაპმა დარფურში გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის და აზიაში სტიქიიით დაზარალებულებისთვის ილოცა – და საგანგებო ლოცვა მიუძღვნა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. ამის შემდეგ 78 წლის პაპმა მრევლი 30-ზე მეტ ენაზე დალოცა.
XS
SM
MD
LG