Accessibility links

logo-print

ჩილის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ


ჩილის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს

ჩილის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს
შეუძლია სასამართლოს წინაშე წარდგეს. 90 წლის პინოჩეტის ვექილები ამტკიცებდნენ, რომ მას არ შეუძლია პროცესში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ყოფილ დიქტატორს ბრალად ედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორება. სასამართლოზე განიხილავენ 1975 წელს 119 ადამინის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ბრალმდებელი მხარე აცხადებს, რომ ეს ადამიანები სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს და მოკლეს. სასამართლოს დაწყებამდე პინოჩეტი შინაპატიმრობაში დარჩება.

XS
SM
MD
LG