Accessibility links

logo-print

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში მიმდინარეობს კატასტროფული


სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში მიმდინარეობს კატასტროფული ცუნამის წლისთავთან დაკავშირებული

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში მიმდინარეობს კატასტროფული ცუნამის წლისთავთან დაკავშირებული
სამგლოვიარო ცერემონია. სტიქიას 220 ათასი ადამიანი ემსხვერპლა ინდონეზიაში, ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, მალედივის კუნძულებსა და რიგ სხვა სახელმწიფოებში. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობენ ათასობით დაღუპულ ტურისტთა ნათესავები მთელი მსოფლიოდან. ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდჰოიონომ თავის გამოსვლაში თქვა: "დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ჩვენ შეგვწევს უნარი, ძალგვიძს, აღვადგინოთ დანგრეული და გავაკეთებთ კიდეც ამას. 2006 წელს საკუთარი ძალების რწმენითა და ენერგიით აღსავსენი ვხვდებით. ჩვენ აღვადგენთ აჩესა და ნიასს, აღვადგენთ უწინდელზე უკეთესი სახით." შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 26 დეკემბერს გლოვის დღე უწოდა.
XS
SM
MD
LG