Accessibility links

logo-print

ერაყის შიიტებისა და ქურთების ბლოკები


ერაყის შიიტებისა და ქურთების ბლოკები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით

ერაყის შიიტებისა და ქურთების ბლოკები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით
დაახლოებით თანაბარი მაჩვენებლები აქვთ, კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ქურთების ლიდერმა მასუდ ბარზანიმ თქვა, რომ იგი მხარს უჭერს ფართო წარმომადგენლობის მთავრობის შექმნას. ეს მან თქვა შიიტების გაერთიანებული ალიანსის ლიდერთან, აზიზ ჰაქიმთან მოლაპარაკებების შემდეგ. დღეს ბაღდადში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომლის მონაწილენი მხარს უჭერენ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის იდეას. რამდენიმე ათასმა შეკრებილმა გამოთქვა აზრი, რომ 15 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გაყალბებულია. დღეს დილიდან ერაყში თავდასხმების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, გუშინ - ოცი.

XS
SM
MD
LG