Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანში შარშან მომხდარი მოვლენების გამოძიების


ბესლანში შარშან მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით,

ბესლანში შარშან მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით,
რუსეთის პარლამენტში შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრ ტორშინის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებაში ბევრი შეცდომა და ნაკლოვანება იყო. მოსკოვში, პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, ტორშინმა აღნიშნა: [ალექსანდრ ტორშინის ხმა] "მძევლების მიახლოებითი რიცხვი ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში. არადა, ოფიციალური პირები კიდევ ერთი დღე-ღამის მანძილზე ეუბნებოდნენ პრესას, მძევლად 354 ადამიანია აყვანილიო. კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის სუსტი იყო. მათმა თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს, შეეჩერებინათ ბესლანის მცხოვრებნი - როცა ისინი ბავშვების გადასარჩენად შენობისკენ დაიძრნენ - და სკოლას ამ დროს ცეცხლი გაუხსნეს. შეცდომებისა და ნაკლოვანებების სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ." ოფიციალური მონაცემებით, ბესლანის თავდასხმას 330 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა უმრავლესობას ბავშვები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG