Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების


უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების 11 თანამშრომელს

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების 11 თანამშრომელს
სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათგან ყველაზე მკაცრი სასჯელი 11 წლით პატიმრობაა, ყველაზე ლმობიერი - წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა. კიდევ ერთი ბრალდებული სამწლიან სასჯელს შრომა-გასწორების კოლონიაში მოიხდის. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ბრალდებულებმა თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობებს და მაისში, ქალაქ ანდიჟანში მომხდარი მღელვარებისას, ვერ მოახერხეს, ჩაეცხროთ არეულობა. ოფიციალური მონაცემებით, ანდიჟანში 187 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ უფლებადამცავები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო.
XS
SM
MD
LG